Quantcast
Channel: ცივი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 456

გებჟალია

$
0
0

ძალიან გემრიელი მეგრული ცივი კერძი!

შემადგენლობა:

  •  1 ლ რძე
  • 500 გრ სულგუნი
  • 300 გრ ნადუღი
  • 1 ქილა მაწონი
  • 1 ქილა არაჟანი
  • პიტნა,აჯიკა,ნიორი-გემოვნებით
  • მარილი

მომზადება:

აადუღეთ რძე.მოაკელით 1 ჭიქა და ცალკე შეინახეთ. დაჭერით სულგუნი პატარა ნაჭრებად

და ჩაყარეთ ადუღებულ რძეში.ურიეთ ნელ-ნელა,სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა.

გათხელებული სულგუნი ამოიღეთ, გააბრტყელეთ სწორ ზედაპირზე,თანაბარ ფენად გადაუსვით

ნადუღი, მოაყარეთ დაჭრილი პიტნა და სურვილისამებრ აჯიკა ან დაჭყლეტილი ნიორი. სწრაფად

გადაახვიეთ რულეტივით და დადგით 20 წთ. მაწონი და არაჟანი გახსენით 1 ჭიქა ადუღებულ

რძეში. რულეტი დაჭერით თანაბრ რგოლებად, დააწყვეთ ოდნავ ჩაღრმავებულ მათლაფაზე  და

ზემოდან მოასხით მაწვნისა და არაჟნის სოუსი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კოლრაბი ხორცის შიგთავსით კოლრაბი ხორცის შიგთავსით

Viewing all articles
Browse latest Browse all 456

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>